სოსო რობაქიძე - სირცხვილი იქნება თუ გუბაზ სანიკიძე „ნაცების“ ოჯახში ამოყოფს თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი

გუბაზს ვთხოვ, დიდ პატივს ვცემდი, სირცხვილი იქნება თუ ამოყოფ „ნაცების“ ოჯახში თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი", - ასე მიმართა ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ გუბაზ სანიკიძეს.

სოსო რობაქიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციაზე მივიდა და ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გააპროტესტა.

მისი თქმით, ოქრუაშვილს არ აცლის პოლიტიკაში ყოფნას.

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია ამ წუთებში იმართება. მისი წევრები გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი არიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა