ზაზა პაპუაშვილი ოპონენტებზე - ზიზღის, დამცირების და შეურაცხყოფის ენა მათი მოგონილია - ამაზე პასუხი არ გაეცეს, ეს ყოვლად წარმოუდგენელია

საუბარი და კამათი ნებისმიერ თემაზე შეიძლება, ასევე ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ ამ ფორმით, რაც დღეს იყო ვფიქრობ, რომ იქ რამოდენიმე ადამიანს შეიძლება ცოტა ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა განუცხადა. დეპუტატის განცხადებით, მას დაპირისპირება არავისთან აქვს და შესაბამისად, არც ეთიკის საბჭოსთან აქვს მოთხოვნები.

„მე არავისთან არანაირი დაპირისპირება არ მქონდა. მე ადამიანურ ღირსებას ვიცავ. საუბარი და კამათი ნებისმიერ თემაზე შეიძლება, ასევე ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ ამ ფორმით, რაც დღეს იყო ვფიქრობ, რომ იქ რამოდენიმე ადამიანს შეიძლება ცოტა ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს. ასეთი ლანძღვა, ასეთი მიმართვა და სიძულვილის ენა, როდესაც მერე კიდევ პრეტენზია აქვთ, არჩევნებს რატომ აგებენ, წარმოუდგენელია. სიძულვილის, ზიზღის, დამცირების, შეურაცხყოფის ენა და ტყუილი მათი მოგონილია. ბევრი მათგანი ისეთ რამეს კადრულობს, რომ შესაძლოა, ისეთი რაღაც მოხდეს, რომელსაც ადამიანი ვერ გააკონტროლებს. თითოეული ჩვენთაგანი ამ ზღვარს ძალიან უფრთხილდება. ოპონენტი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ლანძღვით მიმართვა არ შეიძლება. ეს ყველაფერი მათი წამოწყებულია. ამაზე პასუხი არ გაეცეს, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ისე იქცევიან, როგორც საკუთარ სამზარეულოში, ჭორაობის, ლანძღვის, წყევლის და გინების დონეზე“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად გიგა ბოკერია და გია ვოლსკი დაუპირისპირდნენ. ვოლსკიმ ბოკერიას ყეყეჩი უწოდა, ბოკერიამ კი - „ცეკას“ ინსტრუქტორი და ვიგინდარა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა