ჯეიმს აპატურაი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ნატო არ ცნობს ე.წ. არჩევნებს, რომელიც ჩატარდა 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

„ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ჯეიმს აპატურაი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა