თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მოტოციკლის ამოტრიალების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში არის გადაყვანილი.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.