თამარ ჩუგოშვილი - დავით გარეჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე - გაუფრთხილებელი და გაუაზრებელი მოძრაობები, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს

თუკი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ყველა იფრთხილებს, მოზომილ კომენტარებს გააკეთებს და მოზომილ ქმედებებს განახორციელებს, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საზღვრების დამდგენი კომისია მაქსიმალურად ცდილობს, პროცესი არ გაჩერდეს და გაგრძელდეს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე. ყოველგვარი გაუფრთხილებელი, გაუაზრებელი მოძრაობები და კომენტარები შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს. საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც ფიზიკურად შესაძლებელია. საზღვრების დადგენის პროცესი საკმაოდ რთული პროცესია. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, ეს პროცესი მიმდინარეობდა და სწორედ სირთულიდან გამომდინარე, ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს