დავით ზალკალიანი ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის სხდომას თანათავმჯდომარეობას გაუწევს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 11 ივნისს, ვაშინგტონში, საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მე-10 საიუბილეო პლენარულ სხდომას გაუწევს თანათავმჯდომარეობას, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან ერთად. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დავით ზალკალიანი დღესვე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრაში.

ამასთან, 12 ივნისს, დავით ზალკალიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, მინისტრი აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა