გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 10 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონში შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, შეშელიძის, ხიზანიშვილის, თემქის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების IV კვარტლის, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, საქსოფმანქანის დასახლების (ნაწილობრივ), გახოკიძის, მაისურაძის, დამპალოს, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და ელენე გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გმზირის, აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ჩხეიძის, მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, გეგეჭკორის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი დიღომის (ნაწილობრივ), კანდელაკის, ლევანდოვსკის, ვაზისუბნის, ცხინვალის, ონიაშვილის, ლვოვის და ლომონოსოვის ქუჩების მცხოვრებელებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებელებს.

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის და ბაგრატ III ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, კანკავას, აჯამეთის, ჩიქობავას, გოცირიძის და ქვლივიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ლეონიძის, პაოლო იაშვილის, ლერმონტოვის, ქიქოძის, ლორთქიფანიძის, დოდო აბაშიძის, მაჩაბელის, გორგასლის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, პაოლო იაშვილის და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ლევან რჩეულიშვილის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, ხუდადოვის, ქურდიანის, თოფურიძის, ზაქარაიას, ზაქრაძის, ლალიონის, მანჯგალაძის და რკინიგზის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა