შსს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის დროს, მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 9 ივნისს, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის დროს, მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, 2019 წლის 9 ივნისს, ქ. თბილისში, მერაბ კოსტავას ქ. N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ბ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით.

„საქმეზე გამოკითხულ იქნა ა.ბ., რომელმაც განმარტა, რომ მე-18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მობილური ტელეფონით ახორციელებდა ვიდეოგადაღებას, რის გამოც უკმაყოფილება გამოთქვეს იქ მყოფმა პირებმა, რაც ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. ხსენებულ დროს ა.გ.-მ ა.ბ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა მას ვიდეოგადაღებაში, რა დროსაც, მოწმე ა.ბ.-ს განმარტებით, მას შემთხვევით მოხვდა ა.გ.-ს ხელი სახის არეში.

ზემოაღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეზე გამოკითხული ა.ბ.-ს თანმხლები პირი - ე.კ., რომელიც თავის მხრივ განმარტავს, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება. დანიშნულია ა.ბ.-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს ფაქტის შემსწრე მოწმეთა გამოკითხვა და ვიდეოჩანაწერების შესწავლა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე, შესწავლილ იქნება ინციდენტში მონაწილე პირთა მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს