კარლო კოპალიანმა გიგა ბოკერიას შეახსენა, რომ მამამისი საბჭოთა რუსეთში, ტრანსციმბირულ მაგისტრალზე, სამხედრო სტრატეგიულ გზას აშენებდა

“ქართული ოცნების“ დეპუტატი კარლო კოპალიანი “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას შეახსენებს, რომ მამამისი საბჭოთა რუსეთში, ტრანსციმბირულ მაგისტრალზე, სამხედრო სტრატეგიულ გზას აშენებდა.

კოპალიანი კოლეგას მიმართავს, რომ როცა “კომუნისტური პარტიის“ წევრობაზე საუბრობს, საკუთარ ოჯახშიც ჩაიხედოს.

“ყველა, ვინც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ზის, დაკავშირებულია იმ წარსულთან, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. დღეს ოპონენტმა “კომუნისტური პარტიის“ წევრობა რომ ახსენა, ალბათ უფრო კარგი და უპრიანი იქნება, საკუთარ ოჯახში ჩაიხედოს. მე თუ ერთი-ორი წელი “კომუნისტური პარტიის“ წევრი ვიყავი, კი ბატონო, არც დამიმალავს. 90-იან წლებში ეს მანდატი ოფიციალურად ერთ-ერთმა პირველმა დავტოვე, მაგრამ ადამიანები, ოჯახის წევრები მუშაობდნენ რუსეთში, ტრანსციმბირულ მაგისტრალზე, მაშინდელი საბჭოთა კავშირის სამხედრო სტრატეგიულ გზას აშენებდნენ. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ნების გარეშე არ იქნებოდა და ეს იყო პარტიული ნომენკლატურა - ვგულისხმობ გიგა ბოკერიას მამას. 1990 წელს საქართველოში “კომუნისტური პარტიის“ 400 ათასი წევრი იყო, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეროვნულ იდეებსა და ზვიად გამსახურდიას დაუჭირა მხარი“, - განუცხადა ჟურნალისტებს კარლო კოპალიანმა.

კოპალიანმა “კომუნისტურ პარტიასა“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პარალელიც გაავლო და როგორც აღნიშნა, “კომუნისტური პარტია“ მისი არსებობის ბოლო წლებში სულს ღაფავდა, ხოლო 21-ე საუკუნეში სწორედ “ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევდა ეკლესიებს, დევნიდა ქართულ მენტალიტეტსა და იდენტობას.

“პირველ რიგში, აქედან გამოვიდეთ და 50 და 90 წლის წინანდელ ამბებს ნუ გვახსენებენ, რადგან იმ 400 ათასი კაცის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც შეიძლება ჯიბეში პარტიული მანდატი ედოთ, ქართულ საქმეს აკეთებდა. მეცნიერები, სპორტსმენები, აკადემიკოსები, მწერლები - დამისახელეთ, რომელი იყო ცუდი, რომლებიც “კომუნისტური პარტიის“ წევრები იყვნენ?!“, - აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გიგა ბოკერიამ “ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის კარლო კოპალიანს, კომუნისტური წარსული შეახსენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა