თამარ ჩუგოშვილი გიორგი ქობულიას ურჩევს, თუ  უკანონო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია აქვს, „მიკროფონებთან საუბრის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოებს ესაუბროს“

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას ურჩევს, თუკი უკანონო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია აქვს, ასეთ ფაქტებზე “მიკროფონებთან საუბრის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოებს ესაუბროს“.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ადეკვატური რეაგირება.

“ზოგადად ასეთი განცხადებები ყურადსაღებია. ვფიქრობ, მინისტრობის პერიოდში მისი მოვალეობა და პასუხისმგებლობა იყო და, მეტი ბერკეტიც ჰქონდა, რომ მსგავსს ქმედებებზე რეაგირება მოეხდინა, თუმცა ახლაც შეუძლია რეაგირება მოახდინოს და ასეთ ფაქტებზე მიკროფონებთან საუბრის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოებს უსაუბროს. მე ქობულიას და ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვისაც შეიძლება რაიმე უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდეს, მოვუწოდებ, საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ - ეს არის ადეკვატური რეაგირება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ჩემი მინისტრად ყოფნის პერიოდში, დიახ, არაერთხელ მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ ნაწილობრივ მსხვერპლი ვართ მიკერძოებული გარიგებების, რაც ხელს გვიშლის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და იმაში, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სრული პოტენციალი ავითვისოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ქობულიას თქმით, უნდა აღმოიფხვრას ის მიკერძოებული და არაფორმალური გარიგებები, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო