ირაკლი კოვზანაძე ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე და მისი პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართველმა და ყირგიზმა კანონმდებლებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე, რომელიც დღეისათვის სრულად ათვისებული არ არის, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის, ტურისტული ნაკადებისა და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. განიხილეს ის ეკონომიკური პერსპექტივები, რომელიც საქართველოსა და ყირგიზეთს საერთო რეგიონულ პროექტებში მონაწილეობას ჰპირდება, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ კუთხით ჩინეთის მიერ ინიცირებული ახალი სატრანზიტო დერეფანი - „ერთი გზა ერთი სარტყელია“.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, ორმხრივი კეთილგანწყობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყირგიზეთის ბიზნესწრეებს თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.

ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო