რუსეთის შსს-მ ჟურნალისტ ივან გალუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება შეწყვიტა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამომძიებელი ჟურნალისტის ივან გალუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება შეწყვიტა. მას შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტის გათავისუფლების მიზეზი ის გახდა რომ მას ბრალი ვერ დაუმტკიცეს. გალუნოვი გასულ კვირას დააკავეს. ის ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული. თავად ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა რომ მას ნარკოტიკები თავად სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა