ვლადიმერ ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ მოაწერა ხელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის და გენპროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების წარდგინებებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ მოაწერა ხელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის, ასევე უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების წარდგინებებს, რომლებიც უმაღლეს რადას გადაეცემა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მან წარადგინა ვადიმ პრისტაიკო. 6 ივნისს უმაღლესმა რადამ ერთხელ უკვე ჩააგდო უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, ასევე უშიშროების სამსახურის უფროსის გათავისუფლების წარდგინებები.

ამას გარდა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტის წარდგინებით, თანამდებობებიდან გაათავისუფლა საოლქო ადმინისტრაციების 15 ხელმძღვანელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს