სალომე ზურაბიშვილი - დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწევები, პროგრესი და ახალი უფლებები, სამწუხაროდ, არ არის ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

,,საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არის მძიმე მდგომარეობა უსაფრთხოების, ადამიანთა უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით; შრომითი უფლებები არ არის გამონაკლისი. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა ე.წ. სასაზღვრო პუნქტებთან. არალეგალური დაკავება და ხშირია გატაცებები საოკუპაციო ხაზის ირგვლივ, ინტენსიურად ხდება ეთნიკური ნიშნით ადამიანების უფლებების დარღვევა, მათ ართმევენ ყველაზე მთავარს - სიცოცხლის უფლებას. უზღუდავენ განათლების მიღების უფლებას. მათ შორის ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე. და ეს ხდება რუსიფიკაციის აქტიური პოლიტიკის გატარების გზით", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, არსებული მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი შეუძლებელია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აქვს მუშაობის მანდატი, რუსეთის ფედერაციისგან არ აქვს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების უფლება.

,,დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა