გიგი წერეთელი ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიას გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ყაზახეთში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მსოფილოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან ეუთოს მისიის 300-ზე მეტი დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს. არჩევნების პროცესზე დაკვირვება ყაზახეთის დედაქალაქსა და რეგიონებში ხორციელდება და საერთაშორისო სტანდარტებთან საარჩევნო პროცესის შესაბამისობას ითვალისწინებს.

“ეს არჩევნები წარმოადგენდა მნიშვნელოვან მომენტს ყაზახეთის საზოგადოებისთვის, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი არჩევნებში არ მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ შვიდი კანდიდატი იყო, მათ შორის პირველად ქალი, საარჩევნო პროცესმა აჩვენა, რომ არსებობს რეალური დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი რეფორმების საჭიროება ", - განაცხადა გიგი წერეთელმა, ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ არჩევნების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, საერთაქშორისო და ადგილობრივი მედია ესწრებოდა.

"ახალმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, გააძლიერონ ინსტიტუტებისადმი ნდობა და გაამართლონ ხალხის მოლოდინი. ეუთო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ყაზახეთთან ამ ნაბიჯების გადასადგმელად", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ეუთოს დასკვნა მკვეთრად კრიტიკულია საარჩევნო პროცესებში დარღვევებისა და ძირითადი თავისუფლებების შემზღუდველი კანონმდებლობის კუთხით, ასევე, არჩევნების დღეს ყაზახეთის დიდ ქალაქებში მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ ძალის გამოყენებისა და დაკავებების გამო. ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი 71%- ით კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გახდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო