მაიკ პომპეო - საქართველო საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრი, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილეა

საქართველო საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილეა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

“საქართველო უძველესი კულტურისა და ამაყი ხალხის სამშობლოა. მისი ისტორია კავკასიის უზარმაზარ მთებსა და შავი ზღვას შორის იწერებოდა. ქვეყნის დედაქალაქის - თბილისის - ცენტრში დრაკონის შემმუსვრელი წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული. ამ სვეტზე გამოსახული ამბავი ქართველი ხალხის სულისკვეთებას გამოხატავს - ერის მამაც და უშიშარ ხასიათს წარმოაჩენს. ამის მომსწრენი გავხდით მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოვაწერეთ ხელი და წელს ამ დოკუმენტის 10 წლის იუბილე აღინიშნება.ჩვენი ერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ პერიოდში საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის: თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება და კულტურათა დიალოგის შესაძლებლობების შექმნა. მთელი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ საოცარი გამძლეობა გამოიჩინა 2008 წელს რუსეთის მიერ მისი დაპყრობისა და ოკუპაციისას. დღეს საქართველო კვლავ მიიჩნევა საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრად, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილედ”,- განაცხადა მაიკ პომპეომ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
"ლიბერთი ბანკის" მმართველ გუნდში ცვლილებებია
"ბაზისბანკის" ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა