მაიკ პომპეო - პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ აშშ-ის მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე

საქართველოს ძალისხმევა მიძლიერებს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის საელმწიფო მდივანმა ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საიუბილეო დეკლარაციაში, რომელიც დღეს გამოიცემა, განსაზღვრულია ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო მიმართულებები.

“იმედი მაქვს, რომ ის კვლავ მჭიდრო მეგობრული სულისკვეთებით წარიმართება და საერთო ვალდებულებებს დაეფუძნება. საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატო-ს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ერს მოუწოდა მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ იმისათვის, რომ გლობალური გამოწვევები იქნეს დაძლეული. საქართველო ამ მოწოდებას პირნათლად ასრულებს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ახლა, როცა თქვენს წინაშე ვსაუბრობთ 32 მამაცმა ქართველმა მეომარმა იცის, რომ ყველაფერი დათმეს იმისათვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოლონ მშვიდობისთვის. ჯამში 870 ქართველ ჯარისკაცს აქვს წვლილი შეტანილი იქ ნატო-ს სამშვიდობო მისიაში. ავღანეთის გარდა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძალებმა ნატო-ს ჯარებთან ინტეგრაცია უნაკლოდ მოახდინონ. ამ მიმართულებით დამატებითი წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ მიზნებსაც განამტკიცებს, რადგან ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონული ინიციატივის ფორმატშიც”, -აღნიშნა მაიკ პომპეომ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა