მაიკ პომპეო - პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას,  მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით

პორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს.

მისივე თქმით, აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით აცხადებს, რომ საქართველოს არ მოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

“იმედი მაქვს, რომ ის კვლავ მჭიდრო მეგობრული სულისკვეთებით წარიმართება და საერთო ვალდებულებებს დაეფუძნება. საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატო-ს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა პომპეომ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია