მაიკ პომპეო - დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა და დაადასტუროს, რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს

დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს, გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა, -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღევანდელი საუბრისას მოვუწოდე საქართველოს გააუმჯობესოს სასამართლოს სისტემა და დაარწმუნოს (დაადასტუროს), რომ მისი დემოკრატია მოიცავს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს.

პრემიერ-მინისტრთან აგრეთვე მქონდა შანსი, განმეხილა საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა და დავრწმუნებულიყავი, რომ სახელმწიფო სააგენტოები მუშაობენ კანონიერად და ასრულებენ იმას, რასაც საკუთარ მოქალაქეებს დაჰპირდნენ“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს