ლევან გოგიჩაიშვილი - „ევროპულ  საქართველოსთან“  დაკავშირებული კომპანიები  წარმატებით  იმარჯვებენ  ტენდერებში და ამ ტენდერებიდან ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა აქვს პარტიას

ჩვენ ინფორმაციას ვკრეფთ , მაგალითად, „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებული კომპანიები როგორი წარმატებით იმარჯვებენ ტენდერებში და ამ ტენდერებიდან ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა აქვს ამ ორგანიზაციას, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა,

„გეგა გელბახიანის კომპანიას, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 60 მილიონი აქვს ტენდერში წაღებული. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური დაშვების გარეშე შეიძლება, ადამიანმა, რომელიც ციხეში უნდა მჯდარიყო კორუფციისთვის, 2 წლის განმავლობაში 60 მილიონის ტენდერი წაიღოს?! ან, როგორ ფიქრობთ, დავით კეზერაშვილმა, რომ ყველა საქმეში გაიმარჯვა, მართლა თავისითი მოხდა და კეზერაშვილი გამართლდა?!“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, ამხელს თუ არა ის „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში, გოგიჩაიშვილი პასუხობს, რომ ის კი არ ამხელს, უბრალოდ, მოცემულობიდან გამომდინარე, ფაქტებით საუბრობს.

„როდესაც ყველა საქმეში გამართლდება დავით კეზერაშვილი და პრობლემა არ არის... უბრალოდ დღეს საქართველოში არ ჩამოდის კეზერაშვილი, იმიტომ, რომ ეს ამბავი ძალიან იყვირებს, თორემ მას პრობლემა არ აქვს. დღესვე შეუძლია ჩამოვიდეს და ვერავინ ვერაფერს უზამს, მისი რეკორდი გასუფთავებულია. მე კი არ ვამბობ, რომ ვიღაცა ვიღაცასთან შეკრული არის, მე უბრალოდ, ფაქტებზე ვსაუბრობ და დასკვნები, ახლა თქვენ თვითონ გამოიტანეთ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, გოგიჩაიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს“ წევრებთან თავს კომფორტულად გრძნობს პარლამენტში

„ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ დანიშნა ეთიკის კომისია ბატონმა კობახიძემ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს „ევროპულ საქართველოსთან“, როდესაც ერთ მაგიდასთან სხედან და რაღაც საპარლამენტო საკითხებზე საუბრობენ. მათთან უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე კარლო კოპალიანთან, ნუკრი ქანთარიასთან და ა.შ. თუ ვინმე ამას არ აღიარებს, მე ხომ ვიცი, როგორი ამბავი არის ამასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“. ამიტომ საზოგადოებისთვის მიმინდია, ვინ რა აზრს გამოიტანს. გინდა დამიჯერეთ, გინდა ნუ დამიჯერებთ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა