მაიკ პომპეო - საქართველოსადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, მთელი რეგიონის უსაფრთხოება მიიღწევა

საქართველომ საკუთარ მაგალითზე იცის, რამდენად მნიშვნელოვანია შეკავების პოლიტიკა, თავდაცვის ძლიერი სისტემა და უმაღლესი კატეგორიის პროფესიული უნარები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 2% თავდაცვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე იხარჯება უკვე.

“ნატო-ს ყველა მოკავშირეს მოვუწოდეთ ამ სამიზნე ორიენტირის დაცვა. საქართველოს ნაბრძოლი აქვს მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ და რუსეთის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობის მომსწრე გახდა. რუსეთის აგრესიულობა არის იმ მიზეზთაგანი, რის გამოც ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, რაც საქართველოს თავდაცვის სისტემის მზაობის პროგრამას ხმარდება. ჩვენ ქვეყანას წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებშიც ვეხმარებით, რათა საქართველოს ტერიტორიების დაცვა გახდეს შესაძლებელი. საბოლოო ჯამში ამ ძალისხმევით მთელი რეგიონის უსაფრთხოება მიიღწევა, რაც კარგია საქართველოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის”, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო