გიგა ბოკერია მაიკლ პომპეოს განცხადებაზე - დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას, თუ მთავარი პარტნიორის მხრიდან ასეთი მკაფიო გზავნილის შემდეგ ანაკლიის პროექტს ჩააგდებს

დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე ხელისუფლებას, თუკი მთავარი პარტნიორის მხრიდან ასეთი მკაფიო გზავნილის შემდეგ ანაკლიის პროექტს ჩააგდებს, - ასე შეაფასა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გადაცემა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

„ არასწორად არ უნდა გავიგოთ ოღონდ, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთი არ არის, რომ გითხრას ეს უნდა გააკეთო, თორემ რაღაცას გიზამო. აქ ლაპარაკია, რომ ჩვენს ინტერესში ეს შედისო - ეს უკვე ჩვენი ქვეყნის არჩევანია, რომელ სივრცესთან გვქონდეს კარგი ურთიერთობები პოლიტიკური, გეოპოლიტიკური , ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში. ესაა არსებითი განსხვავება. მე უკვე ვიცი, რას იტყვიან ჩვენი პროპუტინური ძალები: ნახე გვკარნახობს, რატომ გვკარნახობს?! არაფერს არ გვკარნახობს! ის იძახის ჩვენი პოზიცია ასეთია, ჩვენ ინტერესში შედის, ეს დაეხმარება საქართველოს... შეერთებული შტატებისა და თავისუფალი სამყაროს ინტერესი არის ძლიერი, დემოკრატიული, პროდასავლური საქართველო. ეს განასხვავებს ტოტალიტარულ სივრცეს თავისუფალი სივრცისგან. აქ ალტრუიზმზე კი არ არის საუბარი. ყველა თავის ქვეყანაზე ზრუნავს პირველ რიგში, მაგრამ ეკონომიკური განვითარება, დემოკრატია, თავისუფლება, ეს ბუნებრივია მათ ინტერესში შედის. ასე დაგროვდა კეთილდღეობა და ეს ესმის ჯანსაღ პოლიტიკურ ფიგურებს ამ სივრცეში. ის კი არ არის, რომ საქართველო გამორჩეულია მათთვის, საქართველო გამორჩეული უნდა იყოს ჩვენთვის, რადგან ჩვენი სამშობლოა, მაგრამ სივრცე, რომელიც იმ თამაშის წესებით ცხოვრობს, რა თამაში წესებიც არის თავისუფალ სამყაროში, ეს შედის მათ ინტერესში, ამიტომ უჭერენ მხარს, მაგრამ თუ ჩვენ სხვა რამეს ავირჩევთ, ჩვენთვის იქნება ცუდი. თუმცა იმედი მაქვს რომ ასე არ მოხდება; ამერიკის კი არა, დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდება ხელისუფლებას ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, თუკი მთავარი პარტნიორის მხრიდან ასეთი მკაფიო გზავნილის შემდეგ პოლიტიკური ეჭვიანობის ან რუსული გზავნილის ან ორივე ერთად ან მათი თავმოუბმელობის გამო ან მავნებლობის გამო, ამ პროექტს ჩააგდებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში,საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, „საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს“.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს