დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინისგან ძალიან თბილი წერილი მივიღე

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან კიმ ჩენ ინისგან ძალიან თბილი წერილი მიიღო, რომელსაც მან „მშვენიერი“ უწოდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფხენიანთან დაკავშირებით, ფიქრობს, რომ რაღაც დადებითიო ხდება. თუმცა, დეტალები ამის შესახებ არ დაუკონკრეტებია.

დღესვე, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ შესაძლებელია დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მესამე სამიტი გაიმართოს. თუმცა, მისი თქმით, ბურთი ფხენიანის მოედანზეა.

„ჩვენ მზად ვიქნებით, როდესაც ისინი იქნებიან მზად“, - განაცხადა ბოლტონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა