ეკა გიგაური მაიკ პომპეოს განცხადებებზე - ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასე მკაფიოდ კონკრეტული საკითხები, მე მგონი, პირველად იყო ნახსენები

ასეთი მაღალი ტრიბუნიდან კონკრეტული საკითხები, ასე მკაფიოდ, მე მგონი, პირველად იყო ნახსენები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ამ გზავნილს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში უნდა გავითვალისწინოთ, - ასე აფასებს „ინტეპრესნიუსთან“ საუბრისას „საერთაშორისო გამჭვვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებებს.

როგორც ეკა გიგაურმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა, როგორც საქართველოს ნატო-ში წევრობის მხარდაჭერაზე, ასევე სასამართლოს სისეტამაზე და პორტის მშენებლობაზე. გიგაურის თქმით, საქართველოს მთავრობას დღეს საშუალება აქვს იმისა, რომ მეგობარი სახელმწიფოს რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„ჩვენს პარტნიორებს რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა. ერთის მხრივ ის, რომ ზოგადად, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან და საქართველოს მომავლისთვის ნამდვილად ზრუნავენ. ზუსტად, ამით იყო ისიც განპირობებული, რომ მოგვცეს რამდენიმე რეკომენდაცია და აღნიშნეს ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში უნდა მივხედოთ. ეს არის, რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემა, არჩევნები და ითქვა, რომ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ ჩვენს ქვეყანაში. ასვე საუბარი იყო პარლამენტის მთავრობაზე საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე და მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ითქვა, რომ აუცილებელია, დასრულდეს ამ პორტის მშენებლობა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველა ამ გზავნილს ჩვენ ყურადღებით უნდა მოვექცეთ და რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში უნდა გავითვალისწინოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ის საკითხი, რაც პრობლემური იქნება ჩვენს ქვეყანაში.

ასეთი მაღალი ტრიბუნიდან კონკრეტული საკითხები, ასე მკაფიოდ, მე მგონი, პირველად იქნა ნახსენები. ასავე ცხადია, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ 2020 წელს გვექნება არჩევნები და ცხადია, რომ ეს არჩევნები უნდა ჩავატაროთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. ცხადია, იმ დარღვევებს, რასაც აქამდე ჰქონდა ადგილი და რომელსაც მასობრივი ხასიათი ჰქოინდა, ეს დარღვევები მიუღებელი იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის. მეორე საკითხი არის, რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ჩვენი უცხოელი პარტნიორების რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, ერთის მხრივ, დღეს უკვე მაინც მიმდინარეობს პროცესი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის მხრივ, ასევე მეოთხე ტალღის რეფორმა. დღეს საშუალება აქვს საქრათველოს მთავრობას, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოს. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ვიცით, რომ ფოთის პორტთან დაკავშირებული გაუგებრობა ამ ეტაპზე გადაჭრილია, თუმცა ეს არის გაფრთხილება იმისთვის, რომ პრობლემების გარეშე გაგრძელელდეს ანაკლიის პორტის მშნებლობა“, - განაცხადა გიგაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს