გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს 09:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, ხოლო 10:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში გიორგიწმინდა, გლდანი, ნორიო, "გრუზულა ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე.

12:30-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წიფორი, ფასანაური და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე დროებით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ სტეფანწმინდაში და ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, კარკუჩა, გარბანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა