ლევან ბოძაშვილი - პომპეოს განცხადება ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი აშშ-ს სტრატეგიული ინტერესია

პომპეოს გზავნილები ქვეყნის დაცულობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. სახელმწიფო მდივნის განცხადებები ამერიკის სახელმწიფოსა და პრეზიდენტ ტრამპის სახელით იყო გაკეთებული და ეს მიანიშნებს, რომ ამერიკის სტრატეგიული ინტერესია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და უსაფრთხოება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ნატო-ში წევრობის მხარდაჭერისა და იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ საქართველო ნატო-ს სხვა ბევრი წევრისგან განსხვავებით უკვე აკმაყოფილებს 2 %-იანი დაფინანსების კრიტერიუმს, მრავლისმეტყველია.

„ამავე დროს ხაზი გაესვა პირობებს, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ამ გზის გასავლელად - დემოკრატიული არჩევნები და სისტემურად გამართული სასამართლო. თავისუფალ ეკონომიკებზე წვდომა ანაკლიის პორტის კონტექსტში ნიშნავს, რომ ამ ანაკლიის პორტი აშშ-ს სტრატეგიული ინტერესია და მისი აშენება არსებული მოცემულობით ერთგვარი პირობაა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მისაღწევად. ამიტომაც, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსტიტუციით განსაზღვრულ კანონზე მუშაობა და მოსპოს სპეკულაციის ყოველგვარი საფუძველი“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება და აღნიშნა, რომ „პორტის პროექტი თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას, ვინაიდან მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა