მამუკა ბახტაძე - საპარლამენტო მოდელი გაზრდილი საპარლამენტო როლით საუკეთესო მოდელი იქნებოდა, რომ საქართველო კიდევ უფრო წარმატებული იყოს

ყოველთვის იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მზადყოფნა იმისა, რომ ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე, ქართული საზოგადოების წინაშე იყოს ყველაზე მაღალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მაიკ პომპეოსთან საუბარი შეეხო საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. პრემიერის თქმით, დღეს საქართველო საპარლამენტო დემოკრატიაში ცხოვრობს.

„შარშან, არჩევნების შემდეგ ჩვენ გადავედით საპარლამენტო მოდელზე და რა თქმა უნდა, ეს იყო სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი ინსტიტუტები. ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო დემოკრატიაში, სადაც პარლამენტს აქვს თავისი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი რომ გაუწიოს ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვადასხვა უწყებებს. ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებას და რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მზადყოფნა იმისა, რომ ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე და ქართული საზოგადოების წინაშე იყოს ყველაზე მაღალი. ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით ამ მოდელზე. ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ საპარლამენტო მოდელი გაზრდილი საპარლამენტო როლით იქნებოდა საუკეთესო მოდელი იმისთვის, რომ საქართველო იყოს კიდევ უფრო წარმატებული“,- განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო