მამუკა ბახტაძე - ამერიკა გააგრძელებს თავის ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად საქართველომ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის

საქართველოს ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა ნამდვილად ეკუთვნის. ამერიკა გააგრძელებს თავის ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ის, რომ საქართველომ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არის ყველაზე მაღალ დონეზე.

„ამერიკას აქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ჩვენი საგარეო კურსის მიმართ, რომელიც გულისხმობს მათ შორის იმას, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა იმყოფება ყველაზე მაღალ ნიშნულზე. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არის ყველაზე მაღალ დონეზე და ჩვენ ასე ახლოს ნატო-სთან არასდროს ვყოფილვართ. რა თქმა უნდა, ამერიკა გააგრძელებს თავის ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ის, რომ საქართველომ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. საქართველოს ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა ნამდვილად ეკუთვნის. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ვაგრძელებთ რეფორმების გზას და გრძელდება ის, რომ საქართველოს კონკურენტუნარიანობა და თავსებადობა ნატო-სთან იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნებული“,- განაცხადა ბახტაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო