ჰონგ კონგში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ჰონგ კონგში, ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. დილიდან ქუჩაში გამოსულმა დემონსტრანტებმა, რომელთა უმეტესი ნაწილი სტუდენტები არიან, სამთავრობო შენობების ირგვლივ ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. დემონსტრანტები ნიღბებსა და ჩაფხუტებს ატარებენ.

ადგილობრივი სამართალდამცველების განმარტებით, აქციის მონაწილეების ქმედება უკვე დიდი ხანია გასცდა მშვიდობიან შეკრებას.

პოლიციის თანამშრომლებმა დემონსტრატების დაშლის მიზნით, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და განაცხადეს, რომ მზად არიან პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად.

საკანონმდებლო ორგანომ ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა დროებით გადადო. თუმცა, ხელისუფლების წევრებმა განაცხადეს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად კანონს მაინც მიიღებენ.

იხილეთ ვიდეო: ჰონგ კონგში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა