აშშ მექსიკის უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკის „უსაფრთხო მესამე ქვეყნად“ გამოცხადებას გეგმავს, - აღნიშნული გასაიდუმლოებული ინფორმაცია დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში შემთხვევით გამოააშკარავა.

თეთრი სახლის ლიდერმა მექსიკასთან არსებული საიმიგრაციო შეთანხმების ჟურნალისტებთან განხილვაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საკითხი გასაიდუმლოებულია, თუმცა სწორედ იმ დროს როდესაც ამას ამბობდა ფურცელს აფრიალებდა, რომელიც შეიცავდა კიდეც აღნიშნული შეთანხმების კონკრეტულ დეტალებს.

გასაიდუმლოებული ინფორმაციის ფურცელი ჟურნალისტებმა გადაიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მექსიკამ საკუთარ თავზე აიღო საკანონმდებლო ცვლილებების გატარება იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხო მესამე ქვეყანა გახდეს. მექსიკას ახლა აქვს 45 დღიანი ვადა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალი მიგრანტების რაოდენობა შეამციროს. იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური მეხიკო ამოცანას თავს ვერ გაართმევს, ის თანახმაა, რომ ამერიკის მიერ უსაფრთხო მესამე ქვეყნად გამოცხადდეს.

იხილეთ ვიდეო: ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკის უსაფრთხო მესამე ქვეყნად გამოცხადებას გეგმავს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა