მამუკა ბახტაძე - ჩვენ ასე ახლოს ნატო-სთან არასოდეს ვყოფილვართ

საქართველო-აშშ-ის შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო-ევროკავშირის - ყველაზე მაღალ დონეზე და ჩვენ ასე ახლოს ნატო-სთან არასოდეს ვყოფილვართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის საგარეო კურსს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი.

„რა თქმა უნდა, აშშ-ი გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად მიიღოს საქართველომ ის, რაც ეკუთვნის. საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ვაგრძელებთ რეფორმების გზას, რომლითაც საქართველოს კონკურენტუნარიანობა და თავსებადობა ნატო-სთან იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს