მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ გაერთიანდა ანატოლი გრიცენკოსთან

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ახსნა, თუ რატომ არ ისურვა წინასაარჩევნოდ გაერთიანება ანატოლი გრიცენკოს „სამოქალაქო პოზიციასთან“. სააკაშვილის თქმით, ძველი პოლიტიკოსების დრო წავიდა და ისინი უკრაინელებში ენთუზიაზმს არ აღძრავენ.

„მე მის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი, მაგრამ მე გუშინ ვნახე მათი ყრილობა. ჩვენ სხვადახვა ადამიანები ვართ, სხვადასხვა ენერგეტიკა გვაქვს, სხვადასხვა მტრები გვყავს. მე მართლა მყავს მტრები, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ბატონ გრიცენკოს ან სხვა ტრადიციულ პოლიტიკოსებს უკრაინაში ყავთ მტრები. საქმე ხუთეულზე და ათეულზე არ არის... ამ დროის გამოწვევა დიადი იდეებია. სად არის იქ დიადი იდეები? ისინი ყველანი პიროვნებები არიან, საინტერესო პიროვნებები, მაგრამ ისინი ამბობენ - ეს მე ვარ შემომხედეთ და ხმა მომეცით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით გრიცენკოს, და სააკაშვილის პარტიები ვერ გადალახავენ პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიან ბარიერს.

მიხეილ სააკაშვილთან გაერთიანების სურვილი ცოტა ხნის წინ ყოფილმა დეპუტატმა, ასევე პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ანატოლი გრიცენკომ გამოთქვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ „სამოქალაქო პოზიციამ“ და „ახალი ძალების მოძრაობამ“ ვერ შეძლეს მოლაპარაკება არჩევნებზე ერთად გასვლაზე. სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ახალი ძალების მოძრაობა“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა