მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტი აფასებს სტრატეგიული პარტნიორობის განვლილ 10-წლიან პერიოდში მიღწეულ საერთო წარმატებას და აყალიბებს იმ პოლიტიკურ ხედვას, რომელიც განმსაზღვრელი იქნება სტრატეგიული პარტნიორობისთვის შემდგომი წლების მანძილზე.

„დოკუმენტი მოიცავს ყველა მიმართულებას - უსაფრთხოების საკითხებს, სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, საერთაშორისო პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალის რეალიზაციის უზრუნველყოფას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში და ყველა იმ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული სახელმწიფოსთვის”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნულ კომენტარს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო