საგამოძიებო სამსახურის უფროსი პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს  შეხვდა

თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის დელეგაცია იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს, იაროსლავ შიმჩიკს და პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტს, პავლე პულტორჟიცკის შეხვდნენ.

როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის საქმიანობის სფერო, სხვადასხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, მოიცავს ეკონომიკური სახის დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას. საგამოძიებო სამსახურში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. განიხილეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა პოლონეთის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო, ესაუბრა საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივი საფუძვლების, უწყების ორგანიზაციული მოწყობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთით საგამოძიებო სამსახური იცავს სახელმწიფო ბიუჯეტს ფინანსური დანაკარგებისგან, ხელს უწყობს თავისუფალი ბიზნეს გარემოს არსებობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა, თავის მხრივ, პოლონეთის რესპუბლიკაში განხორციელებული რეფორმების შესახებ და იმ გამოწვევების თაობაზე ისაუბრეს, რომლებიც დღეს პოლონელი სამართალდამცველების წინაშე დგას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და შეთანხმდნენ კონკრეტულ მიმართულებებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს