ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნებიდან ყველაზე მეტი აბიტურიენტი ისტორიას აბარებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნებიდან ისტორიას ყველაზე მეტი - 12 500-მდე აბიტურიენტი აბარებს. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აპლიკანტები ელექტრონულად პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, პროგრამებს, ნახულობს შედეგებს) შეძლებენ.

გამოცდების ცენტრის ცნობით, ბარათზე დატანილი იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და რეგისტრაციის დაწყების დრო. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდება. გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა წინასწარ გადაამოწმონ თავიანთი საგამოცდო ცენტრები და გამოცდის თარიღი.

რაც შეეხება სიახლეს, გორგოძის ინფორმაციით, 2019 წლის მთავარი სიახლე გრანტის მიღების წესს შეეხო. კერძოდ, მისივე თქმით, ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი შეინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას. გამოცდები 2019 წელსაც ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს. წელს გარკვეული ცვლილება შევიდა 4 საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა, ლიტერატურა, გეოგრაფია და უცხოური ენები) საგამოცდო ტესტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო