სანდრა რულოვსი - შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული გახდეს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას

მთელი ზაფხულის განმავლობაში ვივლით რეგიონებში და შევეცდებით, 100 000 ხელმოწერა შევაგროვოთ, რომ პარლამენტი იძულებული იყოს, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სანდრა რულოვსმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

სანდრა რულოვსი პირველი იყო, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა. მისი თქმით, კომისიის შექმნა საზოგადოების მოთხოვნაა.

„დღეს იწყება პეტიცია, გვინდა, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია. ეს წინადადება უკვე ორჯერ იყო შესული პარლამენტში, მაგრამ ამისთვის არ იყო ხმების საკმარისი რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ პარლამენტის დაკომპლექტება არ არის ზუსტი ანარეკლი იმისა, რა აზრიც არსებობს საზოგადოებაში და ჩვენ ამ პეტიციით გვინდა დადასტურება, რომ ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს მაჩალიკაშვილის ოჯახს ამ თხოვნაში. ჩვენ მას ამაში დავეხმარებით. ჩვენ რეგიონებში ვივლით მთელი ზაფხულის განმავლობაში, ხალხთან შეხვედრები გვექნება, არამარტო ჩვენი პარტიის მომხრეებთან, არამედ ეს იქნება ზოგადად, მოსახლეობის პეტიცია. შევეცდებით, შევაგროვოთ 100 000 ხელმოწერა და პარლამენტი იძულებული იყოს, ეს გაითვალისწინოს და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მე მჯერა, რომ ეს კომისია მეტს გააკეთებს, ვიდრე ის, რაც აქამდე გამოძიება იყო და პროკურატურაში ხდებოდა. ყველგან გავესაუბრებით ხალხს, რადგან ხშირად მითქვამს და ვიმეორებ, ქვეყანა დიდ გასაჭირშია და ასე გაგრძელებას დიდხანს ვეღარ გაუძლებს. ხალხს ყველანაირად უნდა გავაგებინოთ ამის შესახებ, რომ ამ მთავრობის დრო მართლაც დასასრულს უახლოვდება", - განაცხადა რულოვსმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს