ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელკავით გვატარებენ გზაზე, რომ არ გადავცვივდეთ უფსკრულში, საითკენაც "ქართული ოცნება" მიგვაქანებს

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელკავით გვატარებენ გზაზე, რომ არ გადავცვივდეთ უფსკრულში, საითკენაც "ქართული ოცნება" მიგვაქანებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს.

მისი თქმით, ამერიკამ ხაზგასმით აღნიშნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, მართლმსაჯულების რეფორმის და ანაკლიის პორტის მშენებლობის აუცილებლობა.

„საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც სტრატეგიული პარტნიორები ხედავენ უმწვავეს პრობლემას, რაც დაკავშირებულია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან და მართლმსაჯულების სისტემასთან. გასაკვირი არ არის, რომ მაიკ პომპეო ამ ორ თემას და ამავდროულად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას ხაზგასმით აღნიშნავს. იმის ნაცვლად, რომ საქართველო დღეს ამაყობდეს ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით, მართლმსაჯულების სისტემის გამართულობით და თვითონ დადიოდეს ინვესტორებთან და ელაპარაკებოდეს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ხელკავით გვატარებენ გზაზე, რომ ძალიან არ გადავცვივდეთ უფსკრულში, საითკენაც "ქართული ოცნება" მიგვაქანებს. ამიტომაც არის, რომ ხაზგასმით აღნიშნეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა, მართლმსაჯულების რეფორმების აუცილებლობა და ის, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი არ შეუშალოს ანაკლიის პორტის მშენებლობას,"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს