თამარ ჩუგოშვილი - ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის

ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კავშირს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებით ეკონომიკასა და უსაფრთხოებას შორის იქნება, ყველა აცნობიერებს.

"ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. კავშირს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას შორის ყველა ძალიან კარგად ვაცნობიერებთ. პორტის მშენებლობის დროს ასეც იყო ჩაფიქრებული. ჩვენ ვეძებდით კომპანიას, რომელიც შეძლებდა, რომ ამერიკულ ინვესტორებთან ერთად აეშენებინა ეს პორტი. რა თქმა უნდა, ქვეყნის ეს ინტერესი ძალაშია. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მთავრობა ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ცდილობდა კონსორციუმისთვის ხელის შეწყობას. ყველა მოთხოვნა ძალიან სერიოზულად იყო მიღებული იმისთვის, რომ მათ შეძლებოდათ ინვესტიციების მოძიება,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა