მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო სამუშაოებზე კონკურსს აცხადებს

მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო სამუშაოებზე კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და ამიტომ აქ უხეში ჩარევები არ მოხდება.

„ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებით, შვილიშვილებით და არ გვსიამოვნებს ის, რაც ხდება. დღემდე მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი მხრიდან, მაგრამ ეს საკმარისი არაა. მე დღეს გამოტანილი მაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა ქალაქისთვის. პირველი - ვაკის პარკის წინასაპროექტო სამუშაოებზე ვაცხადებთ კონკურსს, იმისთვის, რომ შევქმნათ პროექტი, რომელიც შემდეგ განხორციელდება. წინასაპროექტო კვლევით, ფუნქციური ზონირება უნდა განხორციელდეს და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა უნდა მოხდეს. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ეს შემდეგი ეტაპია, როცა უკვე კონკრეტულად პროექტი გვექნება. ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, იქ რაღაც უხეშ ჩარევებს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არსებული პარკი რომ უნდა მოწესრიგდეს, მგონი ამაში ყველა ვთანხმდებით. ვაკის პარკი ყველა თაობის ადამიანისთვის უნდა იყოს მიმზიდველი და სასურველი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იგეგმება განათების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობა და ახალი ხე-მცენარეების დამატება.

„ვაკის პარკი ძალიან მნიშვნელოვანი პარკია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ისე იქნება ყველაფერი, რომ თითოეული ჩვენგანი იამაყებს. საკონკურსო წინადადებების მიღება 14 ივნისს მთავრდება და გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 613 600 ლარია“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ასევე დაგეგმილია ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციაც.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვაკის პარკში არსებული კასკადი, რადგან ვაკის პარკი კასკადის გარეშე მე მგონი წარმოუდგებელია, თუმცა დღეს რა მდგომარეობაშიცაა ეს ულამაზესი კასკადი, ყველამ ვიცით. ძალიან მძიმეა იქ არსებული სიტუაცია, შესაბამისად ამის მოწესრიგება და გალამაზებაც გვინდა. პროექტით, რომელიც უნდა განხორციელდეს, უნდა აღდგეს ქვის საფარი, კიბეები უნდა მოწესრიგდეს, კიბეების გასწვრივ უნდა მოეწყოს მწვანე საფარი, მოაჯირები და ღამის განათება. ასევე უნდა მოეწყოს კასკადის და შადრევნების მუსიკალური გახმოვანების სისტემა. კასკადის ზედა წერტილში უნდა მოეწყოს გადმოსახედი მოედანი, ასევე საფეხმავლო ბილიკი კუს ტბამდე. ამასთან კასკადის მუშაობისთვის არსებული სატუმბო სისტემა, მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს ახალი თანამედროვე სადგურით“, - აღნიშნა კახა კალაძემ და დასძინა, რომ წინადადებების მიღება კასკადზე 19 ივნისს სრულდება, პროექტის ღირებულება 320 ათასი ლარია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა