ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „Si-Ser სმენის ცენტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „Si-Ser სმენის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, მემორანდუმის მიხედვით,„Si-Ser სმენის ცენტრი“ მზადაა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ხელმისაწვდომი გახადოს და უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული ყველა ვეტერანისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება (აუდიომეტრია), სმენის აპარატის მორგება (Earnet-ის ციფრული აპარატები) და შემდგომი კონსულტაციები.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული მსოფლიო მარკა მსოფლიოს 7 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წარმატებით ოპერირებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა სმენის ცენტრს შორის, ძალაში მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან შედის და მოქმედებს უვადოდ.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და „Si-Ser სმენის ცენტრის” დირექტორმა, ფარუქ ჰამზა ქურთმა მოაწერეს.

„Si-Ser სმენის ცენტრის“ მისამართები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: ქ. თბილისი; დ. აღმაშენებლის გამზირი N 171 (თამარ მეფისა და დ.აღმაშენებლის გამზირების კვეთა) ტელ: 032 215 79 79; 596 15 79 79 ქ. ბათუმი. მელიქიშვილის ქ. N 62 ტელ: 574 94 80 80 ქ. ახალქალაქი ნალბანდიანის ქ. N 42 ტელ: 599 00 03 56 „Si-Ser სმენის ცენტრში“ მისულმა ბენეფიციარებმა უნდა წარადგინონ ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა“, - აღნიშნავენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა