„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქინძმარაულის ღვინის ქარხნის მიმდებარედ 100 მმ გაზსადენის გადალაგების სამუშაოებს განახორციელებს

14 ივნისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ქინძმარაულის ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მმ გაზსადენის გადალაგების სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიის პრესსამსხურიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე 14 ივნისს 07:00 საათიდან 12:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ ქ. ყვარელისა და ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: მთისძირის, თხილისწყაროს, სარუსოს, საცხენეს, ახალსოფელის, მთივის, მთისუბნის, ჭიკაანის, გავაზის, კუჭატანის, სანავარდოს, ჩათლისყურის, ზინობიაანის, წიწკინაანთხევის, შილდას, ენისელის, საბოეს, გრემის, ალმატის, გრძელიჭალასა და შაქრიანის აბონენტებს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა