გერის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გერის მიმართ განხორციელებული ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კ.ც. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა კ.ც.-მ თბილისში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი შეესწრო.

„სამართალდამცველებმა კ.ც. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო