ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იანჩისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის განვითარების დინამიკა შეაფასეს.

აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთს შორის, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს