გია ვოლსკი - მაიკ პომპეოს განცხადებაში დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე

მაიკ პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი გზვნილებია, სადაც ბუნებრივია, პორტის მნიშვნელობაზეც კეთდება აქცენტი.

ვოლსკის განმარტებით, ანაკლიის პორტს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა აქვს და ექნება.

„ანაკლიის პორტი, რასაკვირველია, არის თემა, რომელსაც ორი აზრი და ალტერნატივა არ გააჩნია. პომპეოს განცხადებაში კარგი და დამაიმედებელი განმარტებებია გაკეთებული ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მიმართულებებზე", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა