სალომე სამადაშვილი - შემაშფოთებელია, როცა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს პრემიერის გაფრთხილება უწევს, რომ ანაკლიის პორტის მნიშვნელობა დასავლეთისთვის დიდია

ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სჭირდება, საჯაროდ გააკეთოს ის გზავნილები, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს. მისი თქმით, ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაფრთხილება, რომ შესაძლოა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან საფრთხე შეექმნას.

„ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სჭირდება, საჯაროდ გააკეთოს ის გზავნილები, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ. საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, გააფრთხილეს, რომ თუ არ შეიცვლება არჩევნების ჩატარების წესი და რეალურად არ იქნება დაცული დემოკრატიული თამაშის წესები, ჩვენს ქვეყანას და მის სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან და დასავლეთთან საფრთხე შეექმნება. ეს იყო შეხსენება, რომ სტრატეგიული ურთიერთობები ემყარება საერთო ღირებულებებს. როგორც ჩანს, ამ საერთო ღირებულებებს შეერთებული შტატები უკვე ვეღარ ხედავს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში.

ასევე, ძალიან შემაშფოთებელია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საჯაროდ გაფრთხილება უწევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა დასავლეთისთვის არის ძალიან დიდი და რომ რუსეთის და ჩინეთის ინტერესები უპირისპირდება დასავლეთის ინტერესებს. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დაკარგა რწმენა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იცავს სწორედ იმ სტრატეგიულ ინტერესებს, რომელიც დასავლეთს აქვს ანაკლიის პორტთან მიმართებაში,"- განაცხადა სამადაშვილმა.

გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა.

„პორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით, - ამის შესახებ მაიკ პომპეომ ვაშინგტონში მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა