„საქართველოს ბანკის“ კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა

„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, საერთაშორისოდ ცნობილმა ადიზესის ინსტიტუტმა ბანკის კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის სემინარი გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, სემინარის მთავარი თემა იყო, როგორ შევუწყოთ ხელი ეფექტურ ტრანსფორმაციას მეწარმეობიდან პროფესიულ მენეჯერობამდე. მათივე ცნობით, სემინარს, რომელსაც თავად იცხაკ ადიზესი ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, 50-ზე მეტი ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, იცხაკ ადიზესმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი 40 წლიანი გამოცდილება იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც კორპორაციებს აძლევს შესაძლებლობას, დესტრუქციული კონფლიქტების გარეშე, დაჩქარებული ცვლილებებით მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს. მან ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსა თუ წესებზე, რომელიც ეხმარება ბიზნესს, სწორად მართოს პროცესები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიისა და მისი ხელმძღვანელის მიერ გამართული სემინარი დაეხმარება ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს სამომავლო განვითარებაში, სწორი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის გაზრდაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო