დავით ზალკალიანი - მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კონსორციუმს ანაკლიის პროექტის განვითარებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი პოლიტიკური ნება განხორციელდეს ანაკლიის პროექტი და ეს საგარეო პოლიტიკის სტატეგიაშიც აისახა.

როგორც ზალკალიანმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს მთავრობა მუდმივად ადასტურებდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ამიტომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს ტერიტორიიდან. თავად საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა გვკარნახობს ამას და ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და კონკრეტული შედეგების დემონსტრირებაც ხდება. ის ნავთობსადენები და გაზსადენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ასევე პორტების ინფრასტრუქტურის განვითარება ადასტურებს ამას. საქართველოს მთავრობა ჩართულია ამ პროცესებში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კონსორციუმს ანაკლიის პროექტის განვითარებაში. ეს პროექტი მუდმივად მიგვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურამდე, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლება წამოწია ეს და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ პარტნიორთან ვსაუბრობთ ამაზე, სწორედ სახელმწიფოს უდიდესი ინტერესის დასტურია“, -განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა