თამარ ტალიაშვილი - სკოლამდელი განათლება პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავისუფალი სივრცე უნდა იყოს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება.

ტალიაშვილის თქმით, ბაღებში ყველა ის სტანდარტია დაცული, რომელიც გაეროს განვითარების ბავშვთა ფონდთან ერთად დაიგეგმა.

„მე მინდა დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც გაეროს განვითარების ბავშვთა ფონდთან ერთად დავგეგმეთ არის დაცული. აუცილებელია რომ სკოლამდელი განათლება, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავისუფალი სივრცე იყოს. მე ვთვლი, რომ ყველა განცხადება, რომელსაც პოლიტიკოსები გააკეთებენ დასაბუთებული უნდა იყოს. რაც შეეხება გაზრდილ ხარჯებს, მინდა აღვნიშნო რომ გარდამავალ ეტაპზე ბაღების თანამშრომლების ნაწილს ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ და შესაბამისად მათი შრომა უნდა ანაზღაურდეს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, თამარ ტალიაშვილის განმარტებით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ფართომასშტაბიანი კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა განიხილეს და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება იღებს, ბაგა ბაღებში არსებული მაღალი სტანდარტის გაუმჯობესებას ემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა