ინდოეთში მოსალოდნელი ტროპიკული ციკლონის გამო, 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ინდოეთში ტროპიკულ ციკლონ ვაიუს ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარიშხალი ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ სანაპიროს მომავალ 24 საათში დაატყდება თავს. ის სავარაუდოდ, უკანასკნელ ათწლეულში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება, რომლის მოწმეც ამ რეგიონის მოსახლეობა გამხდარა.

ტროპიკული ციკლონის შედეგები სავარაუდოდ, 6 მილიონ ადამიანზე მოახდენს გავლენას. 300 ათასი ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, ისინი 700 დროებით თავშესაფარში გადანაწილდნენ. იმ რეგიონებში, სადაც ქარიშხალს ელიან, უკვე დაიკეტა სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები. ერთი თვის წინ ინდოეთის ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი ტროპიკული ციკლონი „ფანი“ მძვინვარებდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა