გერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი - აშშ-მ კლიმატის დაცვის და ჩინეთის ექსპანსიასთან საბრძოლველად ხარჯები უნდა გადაინაწილოს

გერმანელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა და კანცლერ ანგელა მერკელის შესაძლო მემკვიდრემ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს კლიმატის დასაცავად საერთაშორისო ძალისხმევაში, ისევე როგორც დაეხმაროს ევროპას ჩინეთის გაძლიერებით წარმოქმნილი გამოწვევების განეიტრალებაში. მისივე განცხადებით, მთლიანი ფინანსური ტვირთის განაწილება სამხედრო ხარჯებზე უფრო მნიშვნელოვანია. ის სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე, რომელიც ევროპასა და აშშ-ის მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას ეძღვნებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ გერმანიის მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდა ნატო-ს წესდების ჩარჩოებში სამართლიანი არ იქნება, თუ მოკავშირეები სხვა ხარჯებსაც არ გადაინაწილებენ. „საქმე არ ეხება მხოლოდ ნატოს ხარჯებს, არამედ სანდოობას“, - განაცხადა მან.

ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელი მოკავშირეებისგან თანმიმდევრულად მოითხოვს ნატოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამხედრო ხარჯების გაზრდას (ბიუჯეტის მინიმუმ 2%-მდეე), სამაგიეროდ ფაქტობრივად არ მონაწილეობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა